შინაარსზე გადასვლა

სიცილით გარდაცვლილები

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქრისიპე

სიცილით სიკვდილი — იშვიათი და სპეციფიკური შემთხვევა, რომლის დროსაც ხანგრძლივი და არაკონტროლირებადი სიცილი გვევლინება ადამიანის სიკვდილის მიზეზად. უმეტეს შემთხვევაში ხანგრძლივი სიცილი გულის მწვავე უკმარისობის მიზეზად იქცევა. სიცილით სიკვდილის შემთხვევები ცნობილია ანტიკური საბერძნეთის დროიდან.

ისტორიული შემთხვევები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ლეგენდის თანახმად, ძველ საბერძნეთში ქურუმსა და წინასწარმეტყველს კალქასს ზუსტად ეუწყა გარდაცვალების დღე. როდესაც ეს დღე დადგა, ხოლო სიკვდილი არ აპირებდა მობრძანებას, კალხასმა ისეთი ძლიერი სიცილი დაიწყო, რომ თან გადაყვა.
  • ძვ. წ. III საუკუნეში ძველბერძენი ფილოსოფოსი ქრისიპე, ერთი ვერსიით, საკუთარ ხუმრობაზე სიცილით მოკვდა: უყურებდა, თუ როგორ ჭამდა ვირი ლეღვის; ამ დროს მონას უთხრა, რომ ვირისთვის სუფთა ღვინო მიეცა, რათა ლეღვზე მიეყოლებინა. ამ ხუმრობაზე ისე გაეცინა, რომ სიცილით მოკვდა.[1]
  • ამბობენ, რომ ბირმის მეფე ნანდაბაინი 1599 წელს სიცილით მოკვდა მას შემდეგ, რაც მასთან სტუმრად მყოფმა იტალიელმა ვაჭარმა მოახსენა, რომ ვენეცია იყო თავისუფალი სახელმწიფო მეფის გარეშე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Laërtius, Diogenes. Lives, Teachings and Sayings of the Eminent Philosophers, with an English translation by R.D. Hicks (1964–1965). Cambridge, Massachusetts/London: Harvard UP/W. Heinemann Ltd. 
  2. Paul N. Morris, Patronage and Piety Montserrat and the Royal House of Medieval Catalonia-Aragon, October 2000